saqarTvelos uReltexilebi - sayornes uReltexili

კოორდინატები 42°24`19` ჩ. გ. 45°16`07` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2835 მ
ქედი კახეთის კავკასიონი
აკავშირებს პანკისის ხეობას თუშეთის ალაზნის ხეობასთან
ამგებელი ქანები იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვები

 

უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს  კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2835 მ. საყორნის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. უღელტეხილი პანკისის ხეობას აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან.